სიახლეები უკან

ტრენინგების კურსი ISMA-ში

16 დეკემბერი 2024

2024 წლის 10-12 დეკემბერს,  ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი გეჩბაია და ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან გოლეთიანი, რიგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ISMA) მიერ ორგანიზებულ ტრენინგების კურსს დაესწრო.

კურსზე განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები, პრობლემები და პერსპექტივები. კერძოდ, ციფრული ინოვაცია და AI (ხელოვნური ინტელექტი), უმაღლესი განათლების პედაგოგებისთვის სწავლების სტრატეგიების გაძლიერება, “გადაწვის” მართვა და AI-ის ადაპტაცია განათლებაში. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ 1  კრედიტიანი (25 აკადემიური საათი) სერთიფიკატები.