ტრენინგი: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამეცნიერო საქმიანობაში
2025 წლის 21 ნოემბერს, ბნუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამეცნიერო საქმიანობაში“.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება კვლევითი პროცესების, აკადემიური წერის, მონაცემთა ანალიზის და სამეცნიერო კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის.
მონაწილეებმა დეტალურად გაიცნეს AI ტექნოლოგიების შესაძლებლობები, მათი გამოყენების ეთიკური სტანდარტები და პრაქტიკული მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
ტრენინგი ბნუ-ს კვლევების ცენტრის მხარდაჭერითა და „Scientifc Publications"-ის ჩართულობით განხორციელდა.
