სიახლეები უკან

ტრენინგი: საიენტომეტრიული მაჩვენებლების ამაღლების გზები

29 ნოემბერი 2025

2025 წლის 28 ნოემბერს, ბნუ-ში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საიენტომეტრიული მაჩვენებლების ამაღლების გზები“.

ტრენინგი განხორციელდა ბნუ-ს კვლევების ცენტრის მხარდაჭერით და „Scientific Publications“-ის წარმომადგენლების ჩართულობით. სესიის მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე მეცნიერული ინდიკატორებისა და საერთაშორისო კვლევითი სტანდარტების გაცნობა, ასევე მკვლევართა კომპეტენციების გაღრმავება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა პუბლიკაციათა ხარისხის გაზრდა, ციტირებადობის გაუმჯობესება და სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციონირების გაძლიერება.

აღნიშნულმა ტრენინგმა ხელი შეუწყო უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და ბნუ-ში კვლევითი საქმიანობის ხარისხის კიდევ უფრო განმტკიცებას.