სიახლეები უკან

ვებინარი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

10 ნოემბერი 2025

2025 წლის 8 ნოემბერს, ბნუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართა ვებინარი თემაზე სამეცნიერო სტატიის დაწერის თანამედროვე წესები და მოთხოვნები.

ვებინარი ორგანიზებული იყო ბნუ- კვლევების ცენტრის მიერ და მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების, აკადემიური ეთიკისა და საერთაშორისო პუბლიკაციების მოთხოვნების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთ საკითხები, როგორებიცაა სტატიების სტრუქტურირება, ციტირების სტანდარტები, პუბლიკაციის პროცესი საერთაშორისო ჟურნალებში და სამეცნიერო ჟურნალების შეფასების კრიტერიუმები.

ვებინარი ინტერნაქტიული ფორმატით ჩატარდა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ გამოცდილება სამეცნიერო კვლევის და პუბლიკაციის სფეროში.

ღონისძიება ბნუ-ს კვლევების ცენტრის მიერ დაგეგმილი აქტივობების ციკლის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებასა და სამეცნიერო კულტურის განვითარებას.