ვებინარი: რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის მეთოდები
2025 წლის 6 დეკემბერს, ბნუ-ს აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ვებინარში თემაზე: „რაოდენობრივი და ხარისობრივი კვლევის მეთოდები“.
ვებინარი ორგანიზებული იყო ბნუ-ს კვლევების ცენტრის მიერ და მიზნად ისახავდა პროფესორ-მასწავლებელთა კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებას, თანამედროვე მეთოდების გაცნობასა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს კვლევის დაგეგმვის პროცესი, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ძირითადი მიდგომები, ასევე საუკეთესო პრაქტიკები აკადემიურ კვლევებში.
ბნუ მუდმივად ხელს უწყობს პერსონალის პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შეთავსებულ კვლევით საქმიანობას, რაც აისახება უნივერსიტეტის ზრდასა და აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებაზე.
