ვებინარი: ResearchGate
19 ნოემბერი 2025
2025 წლის 15 ნოემბერს, ბნუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართა ვებინარი თემაზე „ResearchGate“.
ვებინარის მიზანი იყო მონაწილეებისთვის კვლევითი პლატფორმის შესაძლებლობების სიღრმისეული გაცნობა და მისი ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ბნუ-ს კვლევების ცენტრის მიერ. სესიის განმავლობაში მონაწილეებს გააცნეს ResearchGate-ის ძირითადი ფუნქციები, პლატფორმაზე არსებული საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები, აგრეთვე კვლევითი პროფილის მართვის თანამედროვე მიდგომები და მისი ოპტიმალური წარმოჩენის გზები.
