ვებინარი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების მართვაზე
2025 წლის 1-ელ ნოემბერს, ბნუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ვებინარი თემაზე — „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები Web of Science, Google Scholar, Elsevier SCOPUS და მათში ინდექსირებულ ჟურნალებსა და კონფერენციებში პუბლიკაცია“.
ვებინარი ორგანიზებული იყო ბნუ-ს კვლევების ცენტრის მიერ და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების, ციტირების ინდექსების, რეფერირებადი ჟურნალებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრის განმავლობაში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა კვლევის შედეგების ეფექტურად გამოქვეყნების სტრატეგიები, სამეცნიერო ავტორების პროფილების მართვა საერთაშორისო პლატფორმებზე და პუბლიკაციის ეთიკური სტანდარტები.
