ვებინარი სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ
2026 წლის 25 მაისს, ბნუ-ს აკადემიურმა პერსონალმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვებინარში - „იდეიდან Scopus-ში გამოქვეყნებამდე: როგორ შევარჩიოთ სწორად ჟურნალი და მოვამზადოთ ხარისხიანი სამეცნიერო სტატია?“.
ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციების მიმართულებით მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მათ შორის:
- Scopus-ში ინდექსირებული ჟურნალების შერჩევის კრიტერიუმები;
- ჟურნალის ხარისხისა და სანდოობის შეფასების მეთოდები;
- სამეცნიერო სტატიის სტრუქტურა და აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები;
- რეცენზირების პროცესის თავისებურებები;
- გავრცელებული შეცდომები და მათი თავიდან აცილების გზები;
- პრაქტიკული რეკომენდაციები წარმატებული პუბლიკაციისთვის.
ვებინარი მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის, კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და მაღალი ხარისხის აკადემიური პუბლიკაციების მომზადების მიმართულებით.
ბნუ აქტიურად უწყობს ხელს აკადემიური და კვლევითი საქმიანობის განვითარებას და მომავალშიც განაგრძობს მსგავსი პროფესიული და სამეცნიერო აქტივობების მხარდაჭერას.
