სიახლეები უკან

ვიზიტი პოლონეთში ქ. ვლოცვალეკში კუიავსკის უმაღლეს სკოლაში

28 ოქტომბერი 2022

მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ქეთევან გოლეთიანი და კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ბადრი გეჩბაია დაესწრენ კუიავსკის უმაღლეს სკოლაში, (პოლონეთში) გამართულ სასწავლო წლის ინაუგურაციას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო,  შეხვედრა რომელსაც ესწრებოდნენ უმაღლესი სკოლის რექტორი პროფესორი ჰენრიკ სტეპიენი, რექტორის მოადგილე საერთაშორისო და სამეცნიერო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორი ტადეუშ ტროციკოვსკი.

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო გარე შეფასებისათვის ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტზე მომზადებული საბაკალავრო (მენეჯმენტი) და სამაგისტრო (ადამიანური რესურსების მართვა) პროგრამების პროექტის წარდგენა.

ფაკულტეტის დეკანმა და პროგრამების ხელმძღვანელმა ქეთევან გოლეთიანმა დარგის სპეციალისტებს  წარუდგინა აღნიშნული პროგრამების პროექტი.

პოლონელმა კოლეგებმა მაღალი შეფასება მისცეს წარდგენილ პროგრამებს.

ასევე დაისახა სამომავლო გეგმები გაცვლითი პროგრამების შემუშავების თაობაზე.