კონკურსები უკან

ანონსი ბნუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

4 მაისი 2026

საგანმანათლებლო პროგრამა – “Adobe Creative Campus” - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ში მიღებული ინფორმაციის თანახმად, გავრცელდა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის — „Adobe Creative Campus“ შესახებ.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისმხარდაჭერას სტუდენტებში კრეატიული, ციფრული და ხელოვნური ინტელექტის უნარებისგანვითარების მიმართულებით.

პროგრამა:

  • აერთიანებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს;
  • უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის წვდომას თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებზე, მათშორის: Adobe Creative Cloud;  Adobe Express;  Adobe Firefly და სხვა;
  • ხელს უწყობს სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას. 

პროგრამის მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა თანამედროვეციფრული ტექნოლოგიებისა და AI ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge