კონკურსები უკან

ანონსი ბნუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

18 ივნისი 2026

GCUB საერთაშორისო მობილობის პროგრამა (GCUB-MOB)

ბრაზილიის ფედერალური უნივერსიტეტების ასოციაცია (GCUB) აცხადებს საერთაშორისომობილობის პროგრამის – GCUB-MOB ახალ კონკურსს, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისოსტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას:

  • ისწავლონ ბრაზილიის წამყვან უნივერსიტეტებში;
  • მონაწილეობა მიიღონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში;
  • განავითარონ საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობა.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სწავლის საფასურისგან გათავისუფლება;
  • უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული მხარდაჭერა უცხოელი სტუდენტებისთვის;
  • აკადემიური და კვლევითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ბრაზილიისუნივერსიტეტებში.

 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ივნისი (ბრაზილიის დროით 23:59 საათამდე)

განაცხადების წარდგენა და დამატებითი ინფორმაცია: https://mob.gcub.org.br/

პროგრამა განსაკუთრებით ხელს უწყობს:

  • საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას;
  • მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერას;
  • მაღალი ხარისხის განათლებისა და კვლევის განვითარებას;
  • საერთაშორისო მობილობისა და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ- საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურს; ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge