კონკურსები უკან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის - პოლონეთი

21 სექტემბერი 2026

Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტიაცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული პერსონალისთვის, 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომისსემესტრში პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ვროცლავის დასავლეთისუნივერსიტეტში (Western University in Wrocław, პოლონეთი) - საერთაშორისო მობილობისგანხორციელების მიზნით.

Erasmus+ პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის მონაწილეებისთვისითვალისწინებს მგზავრობის ხარჯების დაფინანსებასა და ინდივიდუალური ფინანსურიმხარდაჭერის (სტიპენდიის) გამოყოფას. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება Erasmus+ პროგრამის მოქმედი წესებისა და შესაბამისი ფინანსური ნორმების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელების პერიოდში კანდიდატი უნდაიყოს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის შტატიანი ადმინისტრაციული თანამშრომელი.
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურულიერთეულის ან სამსახურის წარმომადგენლისგან მიღებული წინასწარი თანხმობის ან მოწვევისწერილი, რომელიც ადასტურებს მობილობის პერიოდში მის მასპინძლობას. აღნიშნულიმოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მიმღები უნივერსიტეტი განაცხადისწარდგენის ეტაპზე წინასწარი თანხმობის წერილს არ ითხოვს.
  • კანდიდატს, რომელსაც მანამდე მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+ პროგრამისფარგლებში ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობაში, ახალი განაცხადისწარდგენის მომენტისთვის ბოლო განხორციელებული ანალოგიური მობილობიდან გასულიუნდა ჰქონდეს არანაკლებ ექვსი თვე.
საკონკურსო დოკუმენტაცია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტებიინგლისურ ენაზე:

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • Europass-ის ფორმატით შედგენილი ავტობიოგრაფია (CV);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ B2 დონე). მისაღებიაერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:საერთაშორისო დონეზე აღიარებული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ინგლისური ენის ცოდნისდამადასტურებელი ცნობა; ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელიდიპლომი.
  • სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობა;
  • მობილობის ხელშეკრულება (Mobility Agreement), ხელმოწერილი ბათუმის ნავიგაციისუნივერსიტეტში კანდიდატის უშუალო ხელმძღვანელის მიერ;
  • მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან სამსახურისწარმომადგენლის წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი (დასაშვებია ელექტრონულიფოსტით მიღებული თანხმობის წარმოდგენაც), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმღებიუნივერსიტეტი აღნიშნულ დოკუმენტს არ ითხოვს;
  • სარეკომენდაციო წერილი.

შენიშვნა: ქართულ ენაზე გაცემული დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდესნოტარიულად.

მობილობის ხანგრძლივობა: საერთაშორისო მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს. განაცხადების მიღების წესი

მნიშვნელოვანია!

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული განაცხადები, რომლებსაც თანერთვის ყველა სავალდებულო დოკუმენტი.

დოკუმენტაციის ეტაპობრივი ან არასრული სახით წარდგენა დაუშვებელია. არასრულყოფილიგანაცხადები არ დაიშვება საკონკურსო შეფასების ეტაპზე.

განაცხადების წარდგენის ვადა: კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 2026 წლის 20 ოქტომბრისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge