კონკურსები უკან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

27 ოქტომბერი 2025

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში - "ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი" (პოლონეთი) 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ბათუმის ნავიგაციის ნივერსიტეტის შტატიანი თანამშრომელი;
  • უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას;
  • იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული ადმინისტრაციულიპერსონალის გაცვლით პროგრამაში, იგივე შინაარსის (იგულისხმება ადმინისტრაციულიპერსონალის მობილობა) ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ბოლოს განხორციელებული მობილობიდან გასული უნდა იყოს 6 თვე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე) - საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელიცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს ინგლისურენოვანი პროგრამა;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურ ენაზე);
  • მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება;
  • წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა);
  • სარეკომენდაციო წერილი.
  • ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად.
  • მობილობის ხანგრძლივობა - 7 დღე.

მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

აპლიკაციის ვადები:
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge