ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბათუმის ნავიგაციისუნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში - "ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი" (პოლონეთი) 2026/2027სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.
Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვისითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობაგანსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობისშესაბამისად.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობისგანხორციელებისას უნდა იყოს ბათუმის ნავიგაციის ნივერსიტეტის შტატიანი თანამშრომელი;
- უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტურიდეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობასმობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერშერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილისმოპოვებას;
- იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებულიადმინისტრაციულიპერსონალის გაცვლით პროგრამაში, იგივე შინაარსის (იგულისხმებაადმინისტრაციულიპერსონალის მობილობა) ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვისბოლოს განხორციელებული მობილობიდან გასული უნდა იყოს 6 თვე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმაპერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე) - საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, ინგლისური ენის ცოდნისდამადასტურებელიცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომაპლიკანტს დამთავრებული აქვს ინგლისურენოვანი პროგრამა;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურ ენაზე);
- მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობისხელშეკრულება;
- წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა);
- სარეკომენდაციო წერილი.
- ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად.
- მობილობის ხანგრძლივობა - 7 დღე.
მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭიროდოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი ავტომატურად მოიხსნებაკონკურსიდან.
აპლიკაციის ვადები:
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 22 მაისისჩათვლით შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge
