კონკურსები უკან

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

1 ივნისი 2026

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბათუმის ნავიგაციისუნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ - "სტამბოლის ტექნიკურიუნივერსიტეტი" (თურქეთი) 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვისითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობაგანსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობისშესაბამისად.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოსბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის შტატიანი თანამშრომელი;
  • უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტურიდეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობასმობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არშეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერშერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილისმოპოვებას;
  • იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული აკადემიური პერსონალისგაცვლით პროგრამაში, იგივე შინაარსის (იგულისხმება აკადემიური პერსონალის მობილობა)ახალი განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ბოლოს განხორციელებული მობილობიდანგასული უნდა იყოს 6 თვე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგიდოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურენაზე);
  • მშობლიურ უნივერსიტეტში უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მობილობისხელშეკრულება;
  • წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა);
  • ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდესნოტარიულად.
  • მობილობის ხანგრძლივობა - 7 დღე.

მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭიროდოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატია ვტომატურად მოიხსნებაკონკურსიდან.

აპლიკაციის ვადები:
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 1 ივლისისჩათვლით შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge