კონკურსები უკან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის - სლოვენია

21 სექტემბერი 2026

Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტიაცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის, 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომისსემესტრში პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში — ლუბლიანასუნივერსიტეტის საზღვაო კვლევებისა და ტრანსპორტის ფაკულტეტზე (University of Ljubljana, Faculty of Maritime Studies and Transport, სლოვენია) — საერთაშორისო მობილობის განხორციელებისმიზნით.

Erasmus+ პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის მონაწილეებისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯების დაფინანსებასა და ინდივიდუალური ფინანსური მხარდაჭერის (სტიპენდიის) გამოყოფას. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება Erasmus+ პროგრამის მოქმედი წესებისა და შესაბამისი ფინანსური ნორმების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელების პერიოდში კანდიდატი უნდაიყოს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის შტატიანი აკადემიური პერსონალი.
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური ანსტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლისგან მიღებული წინასწარი თანხმობის ან მოწვევისწერილი, რომელიც ადასტურებს მობილობის პერიოდში მის მასპინძლობას. აღნიშნულიმოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მიმღები უნივერსიტეტი განაცხადისწარდგენის ეტაპზე წინასწარი თანხმობის წერილს არ ითხოვს.
  • კანდიდატს, რომელსაც მანამდე მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+ პროგრამისფარგლებში აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობაში, ახალი განაცხადისწარდგენის მომენტისთვის ბოლო განხორციელებული ანალოგიური მობილობიდან გასულიუნდა ჰქონდეს არანაკლებ ექვსი თვე.
საკონკურსო დოკუმენტაცია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტებიინგლისურ ენაზე:

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • Europass-ის ფორმატით შედგენილი ავტობიოგრაფია (CV);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან შესაბამისი ცნობა;
  • სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობა;
  • მობილობის ხელშეკრულება (Mobility Agreement for Teaching), ხელმოწერილი ბათუმის ნავიგაციისუნივერსიტეტში კანდიდატის უშუალო ხელმძღვანელის მიერ;
  • მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური ან სტრუქტურული ერთეულისწარმომადგენლის წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი (დასაშვებია ელექტრონულიფოსტით მიღებული თანხმობის წარმოდგენაც), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმღებიუნივერსიტეტი აღნიშნულ დოკუმენტს არ ითხოვს;
  • ფაკულტეტის მიერ გაცემული ერთი სარეკომენდაციო წერილი.

შენიშვნა: ქართულ ენაზე გაცემული დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდესნოტარიულად.

მობილობის ხანგრძლივობა: საერთაშორისო მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს. განაცხადების მიღების წესი

მნიშვნელოვანია!

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული განაცხადები, რომლებსაც თანერთვის ყველა სავალდებულო დოკუმენტი.

დოკუმენტაციის ეტაპობრივი ან არასრული სახით წარდგენა დაუშვებელია. არასრულყოფილიგანაცხადები არ დაიშვება საკონკურსო შეფასების ეტაპზე.

განაცხადების წარდგენის ვადა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით უნდაგამოაგზავნონ არაუგვიანეს 2026 წლის 20 ოქტომბრისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge