ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისთვის - ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტუდენტთა საყურადღებოდ!
ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ERASMUS+ ICM-ის გაცვლით პროგრამაშიმონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებსმგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვისგანსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიერგამოცხადებული მობილობის დეტალები:
- აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
- მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
- პროგრამის დასახელება: “ლოგისტიკა“;
- სწავლების ენა - ინგლისური;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსისმქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობააღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნუ-ს ინგლისური ენის შიდაინსტიტუციონალური გამოცდა;
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ERASMUS+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისდებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურებისშესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ აკადემიის სააპლიკაციო ფორმის შევსება 14 ნოემბრმდე, 2025;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისოუნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისსაერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bnu.edu.ge
