კონკურსები უკან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისთვის - სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი

1 მაისი 2026

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი), ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2026 -2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ERASMUS+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად. 

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული მობილობის დეტალები:

  • აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
  • მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
  • პროგრამის დასახელება: საზღვაო ნავიგაცია; გემის მექანიკა;
  • სწავლების ენა - ინგლისური;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნუ-ს ინგლისური ენისშიდაინსტიტუციონალური გამოცდა;
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 15 მაისის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge  

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ERASMUS+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
  • არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
  • არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა დაბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისდებულებითდადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;

შერჩევის პროცედურა:

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ უნივერსიტეტი სააპლიკაციო ფორმის შევსება 22 მაისისჩათვლით, 2026;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bnu.edu.ge