კონკურსები უკან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისთვის

27 ოქტომბერი 2025

სტუდენტთა საყურადღებოდ!

რუმინეთის საზღვაო აკადემია, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურისსტუდენტებისთვის, აცხადებს 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ERASMUS+ ICM-ისგაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. 

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებსმგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვისგანსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

რუმინეთის საზღვაო აკადემიის მიერ გამოცხადებული მობილობის დეტალები:

  • აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
  • მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
  • პროგრამის დასახელება: საზღვაო ნავიგაცია; გემის მექანიკა;
  • სწავლების ენა - ინგლისური; 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსისმქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობააღნიშნულ კონკურსში და არა აქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნუ-ს ინგლისური ენის შიდაინსტიტუციონალური გამოცდა;
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 7ნოემბრის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bnu.edu.ge 

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ERASMUS+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

  • არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა დაბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებითდადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;

შერჩევის პროცედურა:

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისსაკონკურსო კომისია;
    კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება რუმინეთისსაზღვაო აკადემიას სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
    შერჩეული კანდიდატების მიერ აკადემიის სააპლიკაციო ფორმის შევსება 14 ნოემბრამდე, 2025;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა რუმინეთის საზღვაო აკადემიის მიერ;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისსაერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bnu.edu.ge