იტალიის მთავრობის სტიპენდიები - 2026–2027 სასწავლო წელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო -ში მიღებულიინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული წერილისსაფუძველზე გამოცხადდა იტალიის მთავრობის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა დასაზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის 2026–2027 სასწავლო წლისთვის.
სტიპენდიები გაიცემა:
- 9 თვის ვადით – სამაგისტრო, სადოქტორო, ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის უმაღლესიპროფესიული განათლების კურსებზე (AFAM), აგრეთვე სამეცნიერო კვლევით პროგრამებზეაკადემიური ხელმძღვანელის მეთვალყურეობით;
- 3 თვის ვადით – იტალიური ენისა და კულტურის გაღრმავებულ კურსებზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 მარტი, 17:00 (თბილისის დროით) / 14:00 (იტალიის დროით)
განაცხადების მიღება ხდება ონლაინ პლატფორმის მეშვეობით: https://studyinitaly.esteri.it](https://studyinitaly.esteri.it
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურს. ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge
