ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა - 2026–2027 აკადემიური წელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ში Leaders of Change Foundation-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა ლეინ კირკლენდისსასტიპენდიო პროგრამა 2026–2027 აკადემიური წლისთვის.
ლეინ კირკლენდის პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდალიდერებისა და ექსპერტებისთვის და ითვალისწინებს:
- ორსემესტრიან სწავლას პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში
(ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი); - მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობოორგანიზაციებში;
- ტრენინგებისა და სემინარების ვრცელ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულდა ლიდერულ განვითარებაზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ გამოცხადებულია ასევე ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა(KIRKLAND RESEARCH Scholarships 2026), რომელიც განკუთვნილია:
- 45 წლამდე ასაკის მკვლევრებისთვის;
- დოქტორის ხარისხის მქონე პირებისთვის, რომლებიც ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 1 მარტი
საკონკურსო პირობების, კრიტერიუმებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციახელმისაწვდომია: ლეინ კირკლენდის პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kirkland.edu.pl
დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ელ-ფოსტა: kirkland@kirkland.edu.pl
ბნუ-ს წარმომადგენლებისთვის კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-სსაერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს; ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge
