რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2026–2027 აკადემიური წელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ში საქართველოშირუმინეთის საელჩოდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა რუმინეთის მთავრობისყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის2026–2027 აკადემიური წლისთვის.
პროგრამის ფარგლებში კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ რუმინეთის უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი სასტიპენდიო პირობებით.
პროგრამის პირობებისა და განაცხადის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციახელმისაწვდომია: https://scholarships.studyinromania.gov.ro/
განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით;
საკონკურსო შედეგები გამოცხადდება: 2026 წლის 15 ივლისს;
დამატებით გაცნობებთ, რომ ბუქარესტის პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისეროვნული უნივერსიტეტი (რუმინეთი) ავრცელებს ინფორმაციას 2026 –2027 სასწავლო წლისსაგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური ინიციატივების შესახებ, რომელიცხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://short-url.org/1puaO
უნივერსიტეტი ასევე გამოთქვამს მზადყოფნას დაინტერესებული კანდიდატებისთვის ხელიშეუწყოს: ვებინარების ორგანიზებას; საგანმანათლებლო გამოფენებსა და ფორუმებშიმონაწილეობას; საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაო ვიზიტების განხორციელებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურს ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge
