კონკურსები უკან

თურქეთის სტიპენდიების პროგრამა (Türkiye Scholarships) – 2026 წელი

20 იანვარი 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო-ს მიერმოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო-დანმიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა თურქეთის სტიპენდიების პროგრამა (Türkiye Scholarships) 2026 წლისთვის.

პროგრამა მოიცავს ასოცირებული ხარისხის, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტოროსაფეხურებზე სწავლის შესაძლებლობას თურქეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებებში.

პროგრამა ითვალისწინებს:

  • სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • სწავლის საფასურის დაფინანსებას;
  • თურქული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვას;
  • ავიაბილეთების ხარჯების ანაზღაურებას.

განაცხადების მიღების ვადები: 2026 წლის 10 იანვრიდან – 20 თებერვლამდე

განაცხადების წარდგენა ხდება Türkiye Scholarships Application System-ის მეშვეობით:www.turkiyeburslari.gov.tr 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბნუ-საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს; ელ-ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge