ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ბათუმში
2025 წლის 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდობისსაერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფორუმი გაიმართა.
ფორუმის თემას „ახალგაზრდული მონაწილეობითი პოლიტიკა“ წარმოადგენდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე აკადმეიური მიმართულებით და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე, აჭარისგანათლებისა და სპორტის მინისტრი; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; აჭარის უმაღლესისაბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; აჭარისრეგიონში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების წარმომადგენლები, რესურსცენტრებისხელმძღვანელები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაციასაზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ასევე საჯარო გადაწყვეტილებებისმიღების პროცესში ჩართულობაზე, შეძლონ საკუთარი ხედვებისა და ინიციატივების გაზიარებასაზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან.
ფორუმში „ახალგაზრდული მონაწილეობითი პოლიტიკა“ ახალგაზრდებთან ერთად ჩართული იყვნენმოწვეული სტუმრები, სამუშაო ჯგუფებში ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ფორუმის თემატიკასთანდაკავშირებული სხვადასხვა საკითხი და ბოლოს შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინეს.
