აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების ფორუმში მონაწილეობა
2021 წლის 29 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა მონაწილეობა მიიღო აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების (Aსია Mარიტიმე & Fისჰერიეს Uნივერსიტიეს) ფორუმში.
სამსახურის უფროსმა გიორგი გაბედავამ ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბნსუ-ს შესახებ და უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს. ფორუმში ბნსუ-ს მონაწილეობის მიზანია, ბნსუ გახდეს აღნიშნული ფორუმის წევრი უნივერსიტეტი.
ფორუმი დაარსდა 2002 წლის 7 ნოემბერს, კორეის საზღვაო უნივერსიტეტში (KMOU) ბუსანში. ეს იყო პირველი მუდმივ მოქმედი კერძო ორგანიზაცია აზიაში, რომელიც აერთიანებს საზღვაო უნივერსიტეტებს აზიიდან და მსოფლიო მაშტაბით.
ამ ფორუმის საერთო მიზანია აზიის საზღვაო ინსტიტუტებს შორის აკადემიური გაცვლის ხელშეწყობა და საზღვაო ექსპერტების განათლებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობა.
