„BLUE PORTS“ პროექტის ეროვნული ტექნიკური კომიტეტის მესამე საკონსულტაციო შეხვედრა
2025 წლის 2 ივნისს გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლურჯი პორტები" (BLUE PORTS) ეროვნული ტექნიკური კომიტეტის მესამე საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურის ხელმძღვანელი - პროფესორი გიორგი გაბედავა.
პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური ტრენინგისა და სერტიფიცირების სქემის განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა და სერვისების ინტეგრაციას, ასევე ახალი საოპერაციომეთოდების დანერგვას კლიმატური ნეიტრალობის მისაღწევად.
მესამე საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში განიხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
სერტიფიცირების რეგულაციის დასრულება, რომელიც მოიცავს:
- სერტიფიცირების შენარჩუნებისა და განახლების პროცედურებს;
- სქემის პერიოდული გადახედვისა და განახლების მექანიზმებს;
სქემის შენარჩუნება და გავრცელების შესაძლებლობა:
- ადაპტირებისა და გავრცელების სტრატეგიები ევროკავშირის მასშტაბით;
- გავრცელებისა და გრძელვადიანი მდგრადობის პერსპექტივები;
შეხვედრაზე განიხილ იქნა BLUE PORTS სერტიფიცირების სქემის ეროვნულ სისტემებთან შერწყმისადა მისი ზემოქმედების გაძლიერების საკითხები.
პროექტის ფარგლებში მოსალოდნელია უახლესი ციფრული სასწავლო მასალებისა დაინსტრუმენტების შექმნა, 200-ზე მეტი კვალიფიციური პროფესიონალისა და 150-ზე მეტი ახალგაზრდაკადრის გადამზადება მონაწილე ქვეყნებში.
BLUE PORTS-ის ინოვაციური სერტიფიცირების სქემა, რომელიც ორიენტირებულია პატარა დასაშუალო პორტებზე და შეესაბამება ISO/IEC 17024 სტანდარტებს, საწყის ეტაპზე გამოიცდება დადამტკიცდება ხმელთაშუა და შავი ზღვის შერჩეულ პორტებში.
BLUE PORTS კონსორციუმს ხელმძღვანელობს კრეტას ტექნიკური უნივერსიტეტის (TUC) განახლებადიდა მდგრადი ენერგიის ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს რვა პარტნიორს საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და ტუნისიდან, ასევე 26 მხარდამჭერ ორგანიზაციას.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო პროექტებში აქტიურჩართულობას, რაც უზრუნველყოფს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციასა დასტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნისა და უნარების გადაცემას. ეს ინიციატივა მნიშვნელოვნადშეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო სექტორის მწვანე ტრანსფორმაციასა და ნულოვანი ემისიისმიღწევას პორტების საქმიანობაში.
