სიახლეები უკან

ბნსუ ევროპის პროფესიული განათლების ასოციაციას შეუერთდა

27 აპრილი 2025

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გაწევრიანდა ევროპის პროფესიული განათლებისასოციაციაში (EVTA), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ევროპულ ქსელსპროფესიული განათლებისა და ტრენინგის სფეროში.

ევროპის პროფესიული განათლების ასოციაცია აერთიანებს პროფესიული განათლებისპროვაიდერებს მთელი ევროპის მასშტაბით და ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროშიდაინტერესებულ მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მათ საშუალებას აძლევსგაიზიარონ ცოდნა და პრაქტიკა სამომავლო ტრენინგების ფორმირებისთვის.

EVTA ფოკუსირებულია პროფესიული განათლების განვითარებაზე ევროპა 2020-ის ჩარჩოსფარგლებში, შემდეგი მიმართულებებით:

  • პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება
  • პროფესიული განათლების მიმწოდებლებსა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობისხელშეწყობა
  • სპეციფიკური ექსპერტიზის უზრუნველყოფა
  • სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიდგომების გავრცელება
  • ევროპულ დიალოგში თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს ინსტიტუციებს, დაინტერესებულმხარეებს, სოციალურ პარტნიორებსა და ტრენინგის პროვაიდერებს

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელს შეუწყობსდაწესებულების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და სტუდენტებისთვის ევროპულიდონის განათლების მიწოდებას.