სიახლეები უკან

ბნსუ-ს პირველი უცხოელი კურსდამთავრებული

23 იანვარი 2025

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლოპროგრამის "საზღვაო ნავიგაცია" პირველმა უცხოელმა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა სწავლა.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენა წარმოადგენს უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლოსივრცეში ინტეგრაციის კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულადინგლისურ ენაზე ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური საზღვაოსპეციალისტების მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საზღვაო ნავიგაციის ინგლისურენოვანი პროგრამა ამზადებს მომავალ მეზღვაურებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს საზღვაო განათლების სისტემის საერთაშორისო აღიარებაში.

კურსდამთავრებულმა ტრადიციული საუნივერსიტეტო მანტია მოირგო, რაც სიმბოლურად აღნიშნავსმის გადასვლას სტუდენტობიდან პროფესიულ კარიერაზე საზღვაო სფეროში.