ბნსუ-ს პროფესორის ლექცია ჩანდიგარის კოლეჯის სტუდენტებისთვის
2025 წლის 26 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გაბედავამონლაინ საჯარო ლექცია ჩაუტარა ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფის (ინდოეთი, ჯანჯერი) სტუდენტებსთემაზე: "Maritime Economics - Navigating the Future of Global Trade and Maritime Strategy."
საერთაშორისო ლექციების სერიის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრამ მოიცვა საერთაშორისოსაზღვაო კომერციის განვითარებადი ლანდშაფტის ანალიზი და იმის განხილვა, თუ როგორჩამოაყალიბებს საზღვაო ეკონომიკა ჩვენს გლობალურ მომავალს.
ლექცია ღია იყო ყველასთვის და გამოირჩეოდა გლობალური პერსპექტივებით, აკადემიურიწარმატებისა და აზროვნების ლიდერობით.
ამგვარი საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბნსუ-სინტერნაციონალიზაციისთვის, რადგან ისინი განაპირობებენ ცოდნის ურთიერთგაცვლას, კულტურულდიალოგს და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას. ეს ხელს უწყობს ბნსუ-ს გლობალურხილვადობას და აკადემიური რეპუტაციის ამაღლებას.
