სიახლეები უკან

ბნსუ-ს სტუდენტებისთვის BSM Smart Academy-ს შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

24 აპრილი 2025

2025 წლის 24 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავროსაგანმანათლებლო პროგრამების "საზღვაო ნავიგაცია" და "გემის მექანიკა" პირველი კურსისსტუდენტებისთვის გაიმართა ონლაინ შეხვედრა BSM Smart Academy-ს შესახებ. შეხვედრა BSM-ისწარმომადგენლებმა გამართეს.

BSM Smart Academy წარმოადგენს კომპლექსურ მიდგომას ორგანიზაციაში მომავალი ლიდერებისაღზრდისა და განვითარებისთვის. ბიზნეს გარემოს მუდმივი ცვლილებების პირობებში, მომავალშიინვესტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი წარმატებისთვის. BSM Smart Academy-სძირითადი მიზნებია:

  • შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობა უნარების დეფიციტისაღმოსაფხვრელად და ზღვაზე და BSM-ში კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის;
  • სტუდენტების მოზიდვა და მომზადება მომავლის საზღვაო სამუშაო ძალისთვის;
  • ლიდერობის ძირითადი კომპეტენციების განვითარება, მათ შორის სტრატეგიული აზროვნება, კომუნიკაცია, ადაპტაციის უნარი და ემოციური ინტელექტი;
  • მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნა.

სტუდენტები პროგრამაში ირიცხებიან პირველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ. დაქირავებადა შერჩევა მოიცავს ფსიქომეტრულ და უნარების ტესტებს, ასევე გასაუბრებებს. კადეტად მიღებისშემდეგ, ინდივიდები იწყებენ სრული დატვირთვით ოთხწლიან სასწავლო პროგრამას (სამი წელიუნივერსიტეტში + ერთი წელი კადეტობა BSM-ის მიერ მართულ გემებზე).

კადეტები იღებენ ღირებულ გამოცდილებას და ტრენინგს BSM-ში კარიერისთვის მომზადებისმიზნით. ეს ტრენინგი ხორციელდება ადგილობრივ და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობით, BSM-ის სასწავლო მასალების, ხედვისა და მისიის სრული შესაბამისობით.