ბნსუ-ს უცხოელი სტუდენტების ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში
7 ნოემბერი 2024
2024 წლის 6 ნოემბერს, რუმინეთის საზღვაო აკადემიის (Academia Navala "Mircea cel Batran") სტუდენტები, რომლებიც ბნსუ-ში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბნსუ-ს უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამაზე „საზღვაო ნავიგაცია“ სწავლობენ, ბათუმის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ ბორჯღალო“ იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ვიზიტი ბნსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ინიციატივით განხორციელდა და მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
