სიახლეები უკან

ბნსუ-ში ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში კოლეგების ვიზიტი

31 მაისი 2025

2025 წლის 26-30 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა სტამბოლისტექნიკური უნივერსიტეტისა და ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისოუნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტი განხორციელდა ERASMUS+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ბნსუ-ს მენეჯმენტთან, სადაც მხარეებმაგანიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მოიმზადეს კონკრეტული გეგმებიაკადემიური პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ამგვარი ვიზიტები იძლევა სხვადასხვაქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და პერსონალისთვის და სტუდენტებისათვისმობილობის შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას. ეს ხელს უწყობს უნივერსიტეტისსაერთაშორისო რეპუტაციის ამაღლებას და ხარისხიანი განათლების მიწოდებას.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებთან ბნსუ წლებია წარმატებით თანამშრომლობს დამათთან ხორციელდება ERASMUS+ International Credit Mobility პროგრამა, რომელიც იძლევაპერსონალისა და სტუდენტების მობილობის შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს ორმხრივიაკადემიური გაცვლისა და თანამშრომლობის განვითარებას.