სიახლეები უკან

ბნუ-მ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა

12 ივლისი 2025

2025 წლის 07-11 ივლისს, ბნუ-ს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუმრობდა. ვიზიტი ERASMUS+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ბნუ-ს მენეჯმენტთან, სადაც მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და კონკრეტული გეგმები აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, მსგავსი ვიზიტები იძლევა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და პერსონალისთვის და სტუდენტებისათვის მობილობის შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას. ეს ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციის ამაღლებასა და ხარისხიანი განათლების მიწოდებას.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტთან ბნუ მრავალი წელია თანამშრომლობს ERASMUS+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში, რომელიც იძლევა პერსონალისა და სტუდენტების მობილობის შესაძლებლობას.