ბნუ-ს მონაწილეობა Erasmus+ საერთაშორისო პარტნიორების მოძიების ღონისძიებაში
2026 წლის 3 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისსამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში — „Erasmus+ International Networking Event: Georgia and Europe“.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს, ევროკავშირის წევრი და Erasmus+ პროგრამასთანასოცირებული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირებისგაღრმავება და პროგრამის ფარგლებში ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი გაბედავამ მონაწილეებს გააცნო ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი, მისი საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება და პარტნიორობის პრიორიტეტულიმიმართულებები. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო კრედიტების მობილობის (ICM), უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარებისა (CBHE) და კოოპერაციულიპარტნიორობების ფარგლებში ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.
უნივერსიტეტების წარდგენებს მოჰყვა პარტნიორების მოძიებისა და საპროექტო იდეების განხილვისსესიები, რომლებმაც მონაწილეებს პოტენციურ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციისა და საერთოინტერესების გამოკვეთის შესაძლებლობა მისცა.
ღონისძიებაში ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მონაწილეობა ემსახურებოდა საერთაშორისოპარტნიორთა ქსელის გაფართოებას, ერთობლივი პროექტების განვითარების ხელშეწყობასა დასტუდენტებისა და პერსონალისთვის ახალი აკადემიური და პროფესიული შესაძლებლობებისშექმნას.
