სიახლეები უკან

ბნუ-ს პერსონალის მონაწილეობა საერთაშორისო ვებინარში

14 ოქტომბერი 2026

2026 წლის 14 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალიდაესწრო The Nautical Institute-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ვებინარს — „S-100: What will change on your bridge?“ („S-100: რა შეიცვლება თქვენს სანავიგაციო ხიდურზე?“).

ვებინარი დაეთმო S-100 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და მათმნიშვნელობას საზღვაო ნავიგაციისთვის. განხილული იყო S-100-ის განსხვავებები დღესგამოყენებული S-57-ზე დაფუძნებული ელექტრონული სანავიგაციო რუკებისგან, ნავიგაციისა დაუსაფრთხოების გაუმჯობესების შესაძლებლობები, ასევე ცვლილებების გავლენა ECDIS-სა დასანავიგაციო ხიდურის სხვა სისტემებზე. 

ყურადღება გამახვილდა აღჭურვილობის განახლების შესაძლო საჭიროებებზე, პერსონალისმომზადებასა და ახალ სისტემებთან გაცნობაზე, ასევე იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც ახალისტანდარტის დანერგვისთვის მზადებას შეუწყობს ხელს.

ვებინარში მონაწილეობამ უნივერსიტეტის პერსონალს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდაელექტრონული ნავიგაციის განვითარების ახალ მიმართულებებსა და მეზღვაურთა მომზადებასთანდაკავშირებულ საკითხებს. მსგავსი პროფესიული ღონისძიებები ხელს უწყობს პერსონალის ცოდნისგანახლებასა და სასწავლო პროცესში საზღვაო ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებისგათვალისწინებას.