სიახლეები უკან

ბნუ-ს პროფესორების კოლექტიური მონოგრაფია გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია Amazon-ზე

23 ივნისი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორების მრავალწლიანი სამეცნიერო და კვლევითისაქმიანობის შედეგად მომზადებული კოლექტიური მონოგრაფია გამოიცა და საერთაშორისოელექტრონულ პლატფორმაზე Amazon განთავსდა.

მონოგრაფია აერთიანებს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ ბოლო წლებშიგანხორციელებული კვლევების შედეგებს და მოიცავს საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მენეჯმენტის, ლოგისტიკის, მომარაგების ჯაჭვის, ტრანსპორტის ორგანიზებისა და მართვის, საზღვაოურთიერთობების, შავი ზღვის აუზის სატრანსპორტო-ლოგისტიკური თავისებურებების, ასევე საზღვაობიზნესში, ფინანსებში, ტრანსპორტსა და მენეჯმენტში თანამედროვე საინფორმაციოტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს.

ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო სფეროს თანამედროვე გამოწვევებსა დამათი გადაჭრის შესაძლო გზებს. გამოცემა წარმოადგენს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისპროფესორების მიერ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ერთგვარშეჯამებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვაო მეცნიერებების, ტრანსპორტისა დალოგისტიკის სფეროების განვითარებაში.

მონოგრაფია ხელმისაწვდომია Amazon-ის პლატფორმაზე:

https://www.amazon.com/Integrated-Maritime-Transport-Management-Systems/dp/6209828418/ref=mp_s_a_1_1?crid=2MTDSK612QVFH&dib=eyJ2IjoiMSJ9.5CtcMxjttispm9yGEoYQHQ.2jwVnG9H8K0QsheZLY58XHGF-OdqeRTw2TZLVhwETmY&dib_tag=se&keywords=George+gabedava&qid=1782151207&s=books&sprefix=George+gabedava%2Cbooks%2C480&sr=1-1

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ულოცავს მონოგრაფიის ავტორებს აღნიშნულ მნიშვნელოვანსამეცნიერო მიღწევას და წარმატებებს უსურვებს მათ შემდგომ კვლევით საქმიანობაში.