სიახლეები უკან

ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის შეხვედრა პირველკურსელებთან

22 სექტემბერი 2026

2026 წლის 22 სექტემბერს, პირველკურსელთა ადაპტაციისა და სოციალიზაციის გეგმის ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ბნუ-სპირველკურსელებს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და იმშესაძლებლობების გაცნობა, რომლებიც მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას შეუწყობსხელს. 

შეხვედრის ფარგლებში პირველკურსელებმა ინფორმაცია მიიღეს ERASMUS+ გაცვლითიპროგრამების, ბნუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებისშესახებ. ყურადღება გამახვილდა მობილობის კონკურსებში მონაწილეობის პირობებზე, შერჩევისპროცედურებზე, საჭირო დოკუმენტაციასა და უცხო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე. სტუდენტებს ასევეგანემარტათ საზღვარგარეთ მიღებული სასწავლო კრედიტების აღიარების საკითხები დამობილობის დაგეგმვისას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მხარდაჭერისშესაძლებლობები.

პირველკურსელებს გააცნეს საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებში, ვებინარებსა და სხვა აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღებადაეთმო უნივერსიტეტის საინფორმაციო და საკომუნიკაციო არხებს, რომელთა საშუალებითაცსტუდენტებს შეუძლიათ დროულად მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე კონკურსებისა დასაერთაშორისო პროგრამების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვისსაინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.

აღნიშნული აქტივობა პირველკურსელთა ადაპტაციისა და სოციალიზაციის პროცესის ნაწილია დახელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებულობას, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობასა დასაერთაშორისო შესაძლებლობების გამოყენებისთვის მზადებას.