ბნუ-ს სტუდენტები ECDIS-ის თანამედროვე სისტემებს გაეცნენ
2026 წლის 22 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტები საჯარო ლექციას დაესწრნენ თემაზე: „Electronic Chart Display and Information System (ECDIS): Navigating the Digital Seas – Technology, Safety, and Compliance“, რომელიც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საზღვაო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ლექციის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული სანავიგაციო რუკებისა და საინფორმაციო სისტემების (ECDIS) თანამედროვე შესაძლებლობების, მათი უსაფრთხო გამოყენების, საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ციფრული ტექნოლოგიების როლის შესახებ თანამედროვე ნავიგაციაში.
