სიახლეები უკან

ბნუ-ს სტუდენტი კვიპროსში საკადეტო მომზადების კურსს გადის

6 ოქტომბერი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საზღვაო ნავიგაციის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანრი მელუა, ბნუ-სა და კომპანია „ბერნჰარდ შულტე შიპმენეჯმენტს“ (BSM) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში მდებარე საზღვაომომზადების ცენტრში საკადეტო მომზადების საბაზისო კურსს გაივლის.

სწავლება 2,5 თვეს გაგრძელდება და სტუდენტს დაეხმარება პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკულიუნარების გაღრმავებაში, ასევე გემზე მომავალი საქმიანობისთვის მომზადებაში.

კურსის დასრულების შემდეგ ანრი მელუა გაემგზავრება ექვსთვიან საზღვაო-საცურაო პრაქტიკაზე, რომელიც საზღვაო ნავიგაციის საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო კომპონენტსწარმოადგენს. პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიღებული ცოდნარეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენოს და შეიძინოს პროფესიული გამოცდილება.

აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ბნუ-ს სტუდენტების პროფესიულგანვითარებას და მათთვის საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში პრაქტიკული გამოცდილებისმიღების შესაძლებლობების გაფართოებას.