ბნუ-ს სტუდენტი საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში
2025 წლის 13-22 ოქტომბერს, ბნუ-ს სტუდენტმა, საბა მჟავიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში – “Building Inclusive Youth Work Through Non-Formal Education”, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ქალაქ სარაევოში გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ინკლუზიური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს განვითარება.
ბნუ მუდმივად ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო პროგრამებსა და ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი პროფესიული, კულტურათაშორისი და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებასა და გაძლიერებას.
პროექტი განხორციელდა ევროკომისიისა და თურქეთის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ხოლო მასპინძელი ორგანიზაცია იყო Bosnian Representative Association for Valuable Opportunities (BRAVO).
