ბნუ-ს თანამშრომელი ERASMUS+ გაცვლით პროგრამაში
2025 წლის 17–21 ნოემბრს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ქეთევან ბაუჟაძე ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს (რიზე, თურქეთი) ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ვიზიტის მიზანი იყო ადმინისტრაციული პრაქტიკების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომების შესწავლა და თანამშრომლობის გაღრმავება.
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტთან ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, რაც ხელს უწყობს როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებას და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.
