სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი რუმინეთის საზღვაო აკადემიაში

6 დეკემბერი 2025

2025 წლის 1–5 დეკემბერს, ბნუ-ს მოწვეული სპეციალისტი / ბნუ-ს ენების შემსწავლელი სკოლის ხელმძღვანელი, თამთა ზოიძე და ბნუ-ს იურისტი, ნინო გობაძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რუმინეთის საზღვაო აკადემიაში (Academia Navală „Mircea cel Bătrân“). ვიზიტი Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავება, ადმინისტრაციული და აკადემიური გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების დასახვა. 

ვიზიტის ფარგლებში, ბნუ-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაციები, თემატური შეხვედრები და სასწავლო აქტივობები მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებას და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ინტეგრაციის გაღრმავებაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც პერსონალის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, ისე სტუდენტების გლობალურ გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობას.