ბნუ-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში
2025 წლის 1-5 დეკემბერს, ბნუ-ს მოწვეული სპეციალისტები, თეონა ხაბეიშვილი და მარიამ ჯაყელი, სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და დაფინანსებული იყო აღნიშნული პროგრამის მიერ.
ვიზიტის მიზანი იყო აკადემიური გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
ბნუ-ს წარმომადგენლებმა გამართეს ლექციები მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რაც ემსახურებოდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და სტუდენტების პროფესიული ჰორიზონტების გაფართოებას.
ბნუ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რაც ხელს უწყობს როგორც პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი სწავლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას.
