სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენლის მონაწილეობა WMU Maritime Affairs Conference 2026-ში

30 აგვისტო 2026

 

2026 წლის 26–28 აგვისტოს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისხელმძღვანელმა და პროფესორმა გიორგი გაბედავამ, სპეციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის (WMU) მიერ ორგანიზებულ Maritime Affairs Conference 2026-ში, რომელიც შვედეთის ქალაქ მალმოში, WMU-ში გაიმართა.

WMU Maritime Affairs Conference წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საზღვაო სფეროსწამყვან წარმომადგენლებს აკადემიური წრეებიდან, ინდუსტრიიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პოლიტიკისშემმუშავებელი ინსტიტუტებიდან. 2026 წლის კონფერენციის მთავარი თემა იყო „Transforming Shipping in Practice: Decarbonization, Digitalization, and Arctic Navigation“. 

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანსაკითხებზე, მათ შორის დეკარბონიზაციაზე, საზღვაო ტრანსპორტის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ხელოვნურიინტელექტისა და ავტონომიური ტექნოლოგიების განვითარებაზე, მარეგულირებელი ჩარჩოების ცვლილებებსა დაარქტიკულ ნავიგაციაზე. კონფერენციის პროგრამა მოიცავდა თემატურ სესიებს, ძირითად მოხსენებებსა და პროფესიულდისკუსიებს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო პროფესიული და აკადემიურიკავშირების გაძლიერების, თანამედროვე საზღვაო განათლებისა და კვლევის მიმართულებით გამოცდილებისგაზიარებისა და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისთვის ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებისგანხილვისთვის.

მსგავსი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებში ბნუ-ს წარმომადგენლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტისსაერთაშორისო ცნობადობის ზრდას, გლობალურ საზღვაო აკადემიურ სივრცეში მის აქტიურ ჩართულობას და ახალიინსტიტუციური, საგანმანათლებლო და კვლევითი პარტნიორობების განვითარებას.