სიახლეები უკან

ბნუ საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე (IMLA31)

30 ოქტომბერი 2026

2026 წლის 27–30 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ლე-ჰავრში, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისოურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა მონაწილეობდა საზღვაო ლექტორთასაერთაშორისო ასოციაციის (International Maritime Lecturers Association - IMLA) 31-ე საერთაშორისოკონფერენციაში (IMLA31), რომლის მთავარი თემა იყო „The Revised STCW and the Future of Maritime Education and Training“.

კონფერენციას მასპინძლობდა საფრანგეთის ეროვნული უმაღლესი საზღვაო სკოლა (École Nationale Supérieure Maritime - ENSM). ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო დაკვლევითი დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო საზღვაო განათლებისა და პროფესიული მომზადების თანამედროვეგამოწვევები, STCW კონვენციის განახლების საკითხები, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიებისინტეგრაცია სასწავლო პროცესში, სიმულატორებზე დაფუძნებული სწავლება, პროფესიული კომპეტენციების განვითარებადა საზღვაო განათლების სამომავლო პერსპექტივები.

პროფესორმა გიორგი გაბედავამ კონფერენციაზე წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი - „From Trust to Competence: A Behavioral Mediation Model in AI-Assisted Maritime English Training“. ნაშრომი მომზადდა შანხაის საზღვაოუნივერსიტეტის წარმომადგენელთან თანაავტორობით და ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საზღვაოსწავლების პროცესში, ნდობასა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას შორის ურთიერთკავშირს.

პროფესორმა გიორგი გაბედავამ ასევე მოდერაცია გაუწია კონფერენციის ორ სამეცნიერო სესიას: 

„Pedagogical Approaches, Competence Development and Assessment“. სესიაზე განხილული იყო საზღვაოგანათლებაში სწავლების ინოვაციური მიდგომები, კომპეტენციების შეფასების მეთოდები და რეგიონული განვითარებისსაჭიროებებზე ორიენტირებული საზღვაო განათლების საკითხები.

„Professional Development and Educational Policy“. სესია დაეთმო საზღვაო განათლების სფეროში პედაგოგთაპროფესიულ განვითარებას, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფასა და გემზე მიღებული პრაქტიკულიგამოცდილების სასწავლო პროგრამებთან შესაბამისობის საკითხებს.

კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო IMLA32-ის ოფიციალური ანონსი, რომლის ფარგლებშიცგამოცხადდა, რომ 2027 წელს საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი უმასპინძლებს, ქალაქ ბათუმში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებისა და საზღვაო განათლებისგლობალურ აკადემიურ სივრცეში მისი აქტიური ჩართულობის მნიშვნელოვანი დასტურია. 2027 წელს ბათუმშისაერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო პარტნიორობისგაღრმავების, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და საქართველოს საზღვაო განათლებისსაერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის.