ბნუ-ში SiMBT-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2026 წლის 6 მაისს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კომპანიაSiMBT-ის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიებისგანვითარების ტენდენციები, საზღვაო განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვისმნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ვიზიტის დროს სტუმრებს გაეცნოთ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემო, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესში გამოყენებული თანამედროვე სიმულაციურიშესაძლებლობები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრირებასსწავლა-სწავლების პროცესში და ინდუსტრიაზე ორიენტირებული თანამედროვე მიდგომებისგანვითარებას, რაც წარმოადგენს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვანპრიორიტეტს.
მხარეებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებისა დაერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.
