BSAMI-ის რიგგარეშე შეხვედრა
2025 წლის 7 მაისს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტებისასოციაციის (BSAMI) რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლოუნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგიგაბედავა დაესწრო.
შეხვედრას კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც მონაწილეებს მისასალმებელისიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გაბრიელ რაიკუმ მიმართა.
შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კონსტანცის დეკლარაციის განხილვასახალი მიმართულებებისა და განვითარების შესახებ, BSAMI-ის ძირითადი შეთანხმებისგადახედვას, რომელიც ფოკუსირებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საერთო აღიარებისმიმართულებები, მიზნები, წევრობა, აქტივობები, ორგანიზაციული მართვა და დაფინანსება.
ასევე, განიხილეს ფინანსური საკითხები, BSAMI-ის ვებგვერდი, ახალი წევრების მიღება დასამომავლო აქტივობების შესახებ წინადადებები. შეხვედრა დასრულდა კონსტანცის დეკლარაციისხელმოწერის ოფიციალური ცერემონიით.
ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო შავი ზღვის რეგიონის საზღვაო განათლების ინსტიტუტებს შორისთანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ახალი სამომავლო ინიციატივების განხორციელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი BSAMI-ის წევრია.
