სიახლეები უკან

Diversity – Cadet Programme

11 ივნისი 2024
ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის შვიდი სტუდენტი Bernard Schulte Shipmanagement-ის (BSM) “Diversity – Cadet Programme”-ში მონაწილეობენ.   პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები კვიპროსში იმყოფებიან, სადაც BSM-ის საზღვაო მომზადების ცენტრში სამთვიან „კადეტთა საბაზისო კურსს“ გაივლიან.   აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას BSM-ის მმართველობის ქვეშ არსებულ გემებზე გაივლიან.   პროგრამის ამ ნაკადში შვიდი ქვეყნის ოცდაათი კადეტია წარმოდგენილი. საქართველოს გარდა, პროგრამაში ეგვიპტე, ნიგერია, ვენესუელა, პერუ, მექსიკა და პანამა მონაწილეობენ.   ბნსუ-სა და BSM-ს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ.