სიახლეები უკან

DUGEOR პროექტის მე-7 საკოორდინაციო შეხვედრა

15 მაისი 2025

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა 2025 წლის 15 მაისს დაესწრ DUGEOR პროექტის მე-7საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილულ იქნა პროექტის მიმდინარე აქტივობებ და სამომავლო გეგმებ. მთავარსაკითხებს შორის კონსორციუმის წევრებმა განიხილეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონშიშესატანი ცვლილებები და აკრედიტაციის სტანდარტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2025 წლის 9-12 ივნისს თელავში დაგეგმილ შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებს, რომელიცძირითადად ფოკუსირებული იქნება DUGEOR-ის გენერიკული მოდელის საპილოტე ტესტირებაზექართულ უნივერსიტეტებში. პროექტის ფარგლებში ასევე განიხილება იმპლემენტაციისა დადოკუმენტაციის სახელმძღვანელოს შექმნა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ პარტნიორი ორგანიზაციები სერბეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და საქართველოდან, მათ შორის უნივერსიტეტები, სახელმწიფო უწყებები და კერძოკომპანიები.

DUGEOR პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების დანერგვისა დაგანვითარების ხელშეწყობას.