სიახლეები უკან

Erasmus+ დისემინაციის ღონისძიება

16 დეკემბერი 2024

2024 წლის 13 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გაბედავამ, მონაწილეობა მიიღო Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ საქართველოში ორგანიზებულ დისემინაციის ღონისძიებაში.

ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში Erasmus+ პროგრამის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მონაწილეობის წახალისებითა და მიღწევების დემონსტრირებით ღონისძიება ხაზს უსვამდა Erasmus+ პროგრამის მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში.

დისემინაციის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ და Erasmus+ ინიციატივების მნიშვნელობას აერთიანებდნენ.